ნოემბერი 548
en

ნიკო ნიკოლაძისადმი მიძღვნილი გამოფენა ფოთის საკათედრო ტაძარში გაიხსნა

ქართველი საზოგადო მოღვაწის, პუბლიცისტისა და პოლიტიკოსის ნიკო ნიკოლაძის ცხოვრებისა და ფოთის საკათედრო ტაძრის ისტორიის ამსახველი ფოტოგამოფენა ფოთის აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის სამრევლო დარბაზში მოეწყო.

ღონისძიება ფოთში აღდგომის სახელობის საკათედრო ტაძრის განახლების (ენკენიობა) ათი წლის იუბილეს მიეძღვნა. ნიკო ნიკოლაძის სახელი მიენიჭა ტაძრის სამრევლო დარბაზს.

გამოფენა „ნიკო ნიკოლაძის საზოგადოების“, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და საქართველოს ეროვნული არქივის მხარდაჭერით გაიმართა.