ნოემბერი 548
en

ოლეგ ბასილაშვილი ეროვნულ არქივში მისი წინაპრების შესახებ ჩანაწერებს გაეცნო

ცნობილი მსახიობი ოლეგ ბასილაშვილი დღეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს ეწვია და საისტორიო ცენტრალურ არქივში მისი წინაპრების შესახებ დაცულ ინფორმაციას გაეცნო.
 დღესვე იგი ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს თეონა იაშვილს შეხვდა და გაწეული დახმარებისათვის მადლობა გადაუხადა.
ოლეგ ბასილაშვილი წარმოშობით გორის რაიონის სოფელ კარბიდანაა. ის საქართველოში ბოლოს 33 წლის წინათ იყო.
ოლეგ ბასილაშვილის საქართველოში ვიზიტისას ახლავს რუსეთის პირველი არხის გადამღები ჯგუფი, რომელიც მსახიობის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად სატელევიზიო დოკუმენტურ ფილმს იღებს.