ნოემბერი 548
en

„ოქროს მატჩი“ - ეროვნული არქივის კვირის დოკუმენტი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი აგრძელებს პროექტს „კვირის დოკუმენტი“, რომლის ფარგლებშიც დღეს კინოდოკუმენტის - ფილმ „ოქროს მატჩის“ - ფრაგმენტები გამოქვეყნდა. 

ფილმი ეძღვნება 1964 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა კავშირის პირველობაზე თბილისის „დინამოსა“ და მოსკოვის „ტორპედოს“ შორის ტაშკენტში გამართულ საფეხბურთო მატჩს, რომლის დროსაც  გამარჯვება „დინამომ“ მოიპოვა.  ფილმის სცენარის ავტორი და რეჟისორია შოთა ქარუხნიშვილი, კომენტატორები: ეროსი მანჯგალაძე და კოტე მახარაძე.

პროექტი „კვირის დოკუმენტი“ ითვალისწინებს ეროვნული არქივის ფონდებში დაცული წერილობითი, ფოტო, აუდიო და კინომასალის გამოქვეყნებას როგორც ეროვნული არქივის ვებგვერდზე - http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ისე არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში: https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia

პროექტის მიზანია, კიდევ უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს საზოგადოებისთვის ეროვნულ არქივში დაცული მრავალფეროვანი მასალა.