ნოემბერი 548
en

ოთარ რამიშვილის სიმღერების ჩანაწერები ეროვნულ არქივში შეინახება

ოთარ რამიშვილის სიმღერების ჩანაწერების ორიგინალები ეროვნულ არქივში შეინახება.

ცნობილი ქართველი კომპოზიტორისა და მომღერლის ვაჟმა მიშა რამიშვილმა არქივს გადასცა 70-90-იან წლებში 12 მაგნიტურ ფირზე ჩაწერილი 160-მდე სიმღერის ორიგინალი  ჩანაწერი.

სიმღერებს შორის არის: „ფუტკარი“, „თბილისო“, „ბულბულის სტვენა“, „მითხარ რად ხარ მოწყენილი“, „მარტის თვეა შენი“ და სხვა.

„სამომავლოდ ვაპირებ, მამაჩემის მოღვაწეობასთან დაკავშირებული სხვა მასალაც ეროვნულ არქივს გადავცე, აქ დოკუმენტებს სათანადო პირობებში ინახავენ და უვლიან“, - განაცხადა მიშა რამიშვილმა. 

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორ გიორგი კაკაბაძის თქმით, შინაარსთან ერთად, ოთარ რამიშვილის ოჯახის მიერ არქივისათვის გადაცემული მასალა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ორიგინალი ჩანაწერებია.

ოთარ რამიშვილის სიმღერის აუდიოვერსია, მისი ოჯახის თანხმობით, ხელმისაწვდომი იქნება მკვლევართათვის. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ამ სიმღერებიდან შერჩეული ორი კომპოზიცია არქივის www.soundcloud.com-ის ოფიციალურ არხზე გამოქვეყნდება პროექტის „33 1/3 ქართული ესტრადა“ ფარგლებში.