ნოემბერი 548
en

„პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ“ - გამოფენა კაუნასში

კაუნასის პირველი მსოფლიო ომის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა „პირველი მსოფლიო ომის დასასრული - გზა ევროპისკენ“, რომელზეც რვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს,  სახელმწიფო და ეროვნულ არქივებში დაცული დოკუმენტებია წარმოდგენილი.

ექსპოზიციის გახსნაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა.  

გამოფენა ასახავს 100 წლის წინანდელ ევროპის ქვეყნებს, მათ შორისაა: ლიეტუვა, საქართველო, ბელორუსია, უკრაინა, პოლონეთი, ფინეთი, ესტონეთი, ლატვია. თითოეულ მათგანში პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები წარმოდგენილია წერილობითი მასალითა და ფოტოდოკუმენტებით.

საქართველოს შესახებ ბანერი ასახავს ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს, როგორებიცაა: საუკუნის წინათ ჩვენს ქვეყანაში ახალი სახელმწიფოს - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის - ჩამოყალიბება, საკანონმდებლო ორგანოს საყოველთაო არჩევნები, კონსტიტუციის მიღება და სხვა.

გამოფენა 2018 წლის ბოლომდე გაგრძელდება.