ნოემბერი 548
en

პირველი რესპუბლიკის შესახებ ბერლინის არქივში დაცულ მასალებს ეროვნული არქივის თანამშრომლები სწავლობენ

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის თანამშრომლები ბერლინის არქივში იმყოფებიან  საქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დაცული მასალების მოსაძიებლად, შესასწავლად და მათი ელექტრონული ასლების საქართველოში ჩამოსატანად .  

საქართველოსა და გერმანიის არქივებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში გერმანული მხარე ბერლინის არქივში დაცული მასალის შესწავლაში ქართველ სპეციალისტებს _ შორენა გულიაშვილსა და თინათინ ნერგაძეს _ მაქსიმალურ მხარდაჭერას უწევს.

პირველი რესპუბლიკის შესახებ საზღვარგარეთის ქვეყნების არქივებში მასალების მოძიება საქართველოს ეროვნულმა არქივმა რამდენი წლის წინათ დაიწყო. ქართულ მხარეს უკვე მოძიებული აქვს სომხეთის, აზერბაიჯანის, ბრიტანეთის, ფინეთის, იტალიის, ლიტვის, ნორვეგიის, რუმინეთისა და უკრაინის არქივებში დაცული მასალა.