ნოემბერი 548
en

პოეტი ლია სტურუა ეროვნულ არქივს ეწვია

პოეტი ლია სტურუა, ლიტერატურის მუზეუმის ორგანიზებით, დღეს საქართველოს ეროვნულ არქივს ეწვია და აუდიოსტუდიაში საკუთარი ლექსები ჩაწერა.

ეროვნული არქივის პროექტის ფარგლებში თანამედროვე ავტორები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები საკუთარ ნაწარმოებებს, მოგონებებს ეროვნული არქივის სტუდიაში კითხულობენ. აქ ახალ აუდიოჩანაწერებს ქართველი კლასიკოსებისა და საზოგადო მოღვაწეების ხმის ჩანაწერებთან ერთად შეინახავენ.  

ეროვნული არქივი მდიდარია უძველესი და უნიკალური აუდიოჩანაწერებით - 19 337 ფონოდოკუმენტი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე საქართველოს ფონოისტორიას ინახავს. კოლექციაშია: აკაკი წერეთლის სიტყვა - „მიმართვა მომავალი თაობებისადმი“ და მისი წაკითხული ლექსები: „მგოსანი“, „განთიადი“;  ვანო სარაჯიშვილის შესრულებული რომანსები; გალაკტიონის, გრიგოლ რობაქიძის, პაოლო იაშვილის, კონსტანტინე გამსახურდიას, გიორგი ლეონიძის ხმის ჩანაწერები; ფოლკლორული, საესტრადო, კლასიკური მუსიკის ჩანაწერები; ფრაგმენტები სპექტაკლებიდან - ვერიკო ანჯაფარიძის, აკაკი ხორავას, აკაკი ვასაძის და სხვათა შესრულებით; გამოჩენილ ქართველ მეცნიერთა: კორნელი კეკელიძის, აკაკი შანიძის, გიორგი ჩუბინაშვილის, ნიკო მუსხელიშვილის, ილია ვეკუას, შალვა ჩხეტიას და სხვათა ხმის ჩანაწერები.