ნოემბერი 548
en

პოლონური ზღაპრების აუდიოვერსია

10 პოლონური ზღაპრის ქართული აუდიოვერსიის მოსმენა ინტერნეტში, საქართველოს ეროვნული არქივის საიტსა და სოციალური ქსელის გვერდებზე უკვე შესაძლებელია.

ბავშვებისათვის შექმნილი პროექტის „ზღაპრების აუდიობიბლიოთეკა“ ფარგლებში ინტერნეტსივრცეში აქამდე გამოქვეყნებულია ქართული, გერმანული, სლოვაკური, ინდონეზიური და ჩეხური ზღაპრები.

ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალურ არქივში დაცული, მე-20 საუკუნის 60-70-იან წლებში შექმნილი ჩანაწერები, რომელთა  გამოქვეყნებაც მიმდინარეობს, მაგნიტურ ფირებსა და გრამფირფიტებზე ინახებოდა. დამუშავებისა და ციფრულ მატარებლებზე გადაწერის შემდეგ აუდიოჩანაწერები აიტვირთა ვებგვერდზე:  https://soundcloud.com/audio-archives-of-georgia  და  მისი მოსმენა ყველას შეუძლია. ზღაპრები ხელმისაწვდომია, ასევე, ეროვნული არქივის ოფიციალურ გვერდზე: http://archives.gov.ge/ge/Msoplio_Khalkhta_Zgaprebi. პროექტისათვის შექმნილია  სპეციალური გვერდი სოციალურ ქსელშიც: https://www.facebook.com/GeorgianTales.

პატარებისთვის ზღაპრებს კითხულობენ  ქართველი მსახიობები: მედეა ჩახავა, ეროსი მანჯგალაძე, ელენე ყიფშიძე, გოგი გეგეჭკორი, მერაბ თაბუკაშვილი, მერაბ გეგეჭკორი და სხვ. პროექტის ილუსტრატორია ზაალ სულაკაური.