ნოემბერი 548
en

პროექტი „ეროვნული არქივის ფოტოსამყარო“

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და შპს „ფოტოსამყარო“ ერთობლივი პროექტის - „ეროვნული არქივის ფოტოსამყარო“ - ფარგლებში ფოტომოყვარულებს ახალ მომსახურებას სთავაზობს.
ეროვნულ საარქივო ფონდში დაცული უნიკალური ფოტოების დაბეჭდვის მსურველებს დღეიდან შეუძლიათ ფოტოები ეროვნული არქივისა და „ფოტოსამყაროს“ ვებგვედებზე  მოიძიონ და ბეჭდვა პირდაპირ „ფოტოსამყაროში“ შეუკვეთონ.
შესაბამის თანამშრომლობის მემორანდუმს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და შპს „ფოტოსამყაროს“ ხელმძღვანელმა მიხეილ ჭოხონელიძემ  2 მარტს მოაწერეს ხელი.
თეონა იაშვილის თქმით, „მემორანდუმი უფრო ეფექტურს გახდის იმ ფოტოების მოძიებასა და ბეჭდვას, რომელიც დაცულია ეროვნულ არქივში“.
„მომხმარებელი ხშირად მოგვმართავდა ძველი და უნიკალური ფოტოების დაბეჭდილი ვარიანტის შესაძენად, სწორედ ამიტომ გაგვიჩნდა იდეა, დავკავშირებოდით ეროვნულ არქივს და გაგვეხორციელებინა ეს პროექტი“, - აღნიშნა მიხეილ ჭოხონელიძემ.
ეროვნული არქივის ფოტოსაცავში 340 000-ზე მეტი ფოტოდოკუმენტია, რომელიც მე-19-საუკუნის 50-იანი წლებიდან დღემდე პერიოდს მოიცავს. ფოტოები შინაარსობრივად მრავალფეროვანი და უნიკალურია. მათ შორის არის ქალაქის ხედები, სხვადასხვა ისტორიული მოვლენის ამსახველი კადრები,  ეთნოგრაფიული ხასიათის სურათები, ცნობილი ადამიანები და სხვ.