ნოემბერი 548
en

ქართველი რესტავრატორები პოლონეთში დაცული ქართული ხელნაწერების სარესტავრაციო გეგმაზე მუშაობენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრატორები კრაკოვის ეროვნული მუზეუმის თავადი ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერების დაზიანების ხარისხს სწავლობენ, რის შემდეგაც სარესტავრაციო მეთოდიკასა და გეგმას შეადგენენ.

ქართველი რესტავრატორები პოლონეთში კრაკოვის ეროვნული მუზეუმის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული არქივის შეთანხმების საფუძველზე იმყოფებიან, რათა ქართულ ხელნაწერთა სარესტავრაციო და საკონსერვაციო საჭიროებები განსაზღვრონ.

ჩარტორისკების ბიბლიოთეკაში, რომელიც ცოტა ხნის წინათ გახდა კრაკოვის ეროვნული მუზეუმის საკუთრება, XI-XVIII საუკუნეების 11 ქართული ხელნაწერია დაცული. მათ შორის სამი ეტრატზეა შესრულებული. წინასწარი ინფორმაციით, ოთხი ხელნაწერი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხოლო ექვსმა მეტნაკლები სიმძიმის დაზიანებებით მოაღწია ჩვენამდე.

ქართველი სპეციალისტების დასკვნის შემდეგ ქართული და პოლონური მხარეები ხელნაწერთა რესტავრაციის დეტალებზე შეთანხმდებიან.