ნოემბერი 548
en

ქართველი რესტავრატორები საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობენ

ავსტრიაში, ქალაქ სანკტ-პელტენში, დღეს გაიხსნა საერთაშორისო კონფერენცია: „ადამიანები და წიგნები: მიკროორგანიზმებიდან მეგაორგანიზმებამდე“, რომელშიც იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის უფროსი თამილა აფაქიძე და რესტავრატორი ნანა შერაზადიშვილი მონაწილეობენ. 

ღონისძიება ორგანიზებულია ევროკავშირის პროექტ „ადამიანები და წიგნების“ მიერ და მასში მონაწილეობენ 20-მდე ქვეყნის რესტავრატორები, ისტორიკოსები, არქივისტები და ხელნაწერის ექსპერტები. 

კონფერენციაზე განიხილება ძველი ხელნაწერების დაცვის, რესტავრაციისა და კონსერვაციის საკითხები. აღსანიშნავია, რომ ოქსფორდის კონსერვაციის კონსორციუმის წარმომადგენელი მარია კალიგერუ ისაუბრებს წიგნების აკინძვის ქართულ ტრაციდიაზე მე-17 საუკუნის ქართული ხელნაწერების მიხედვით. 

კონფერენცია 1 მაისს დასრულდება.