ნოემბერი 548
en

„ყაზახური კინოს დღეები“ ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოდარბაზი „ყაზახური კინოს დღეებს“ მასპინძლობს.

პროგრამა მოიცავს 2021-2022 წლებში გადაღებულ სამ მხატვრულს ფილმს. ქართველმა მაყურებელმა 19 ოქტომბერს უკვე იხილა რეჟისორ აიჟან კასიმბეკის „Fire" (2021); 20 ოქტომბერს 17:00 საათზე ნაჩვენები იქნება რეჟისორ იერნარ ნურგალიევის „Alga”, ხოლო 19:00 საათზე - რეჟისორ დაურენ კამშიბაევის „Zere”.

ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით ტარდება.