სექტემბერი 548₾
en

რესტავრაციის ლაბორატორიამ 2012 წელს 35 257 ფურცელი აღადგინა

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2012 წელს  რესტავრაცია ჩაუტარდა ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების 35 257 ფურცელს, 328 ფოტოპოზიტივს (6 ალბომს), 200-ზე მეტ გაზეთს, 96 ტექნიკურ ნახაზს.

დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციასთან ერთად, ლაბორატორია აქტიურად მუშაობდა ცენტრალური და ადგილობრივი არქივსაცავების დეზინფექციასა და საარქივო ფონდში ახალშემოსული დოკუმენტების მოწესრიგებაზე.

გასულ წელს დაიწყო საღვთისმეტყველო-ლიტურგიკულ თხზულებათა კრებულის - გულანის (XVI საუკუნე) რესტავრაცია, რომელიც ხელნაწერის გარდა 12 მინიატურასაც მოიცავს.

2012 წელს რესტავრაცია ჩაუტარდა ძველ საბუთთა განყოფილების დოკუმენტების 1000-ზე მეტ ფურცელს, მათ შორის იყო: მეფეთა სიგელები, ბრძანებები, წერილები; სპარსული კოლექციის 60-ზე მეტი საბუთი (XVI-XIX საუკუნეები) და სხვა;

წერილობით დოკუმენტებთან ერთად, რესტავრატორებმა იმუშავეს მე-19 საუკუნეების ფოტოალბომებზე, ასევე, დაიწყეს ძველნაბეჭდი წიგნების რესტავრაცია.