ნოემბერი 548
en

რესტავრაციის ლაბორატორიამ 3 თვეში 5 300-ზე მეტი ფურცელი აღადგინა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში 2014 წლის იანვარ-მარტში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 5 352 ფურცელს, 254 ფოტოპოზიტივს, 39 ტექნიკურ ნახაზსა და 2 რუკას. 

რესტავრირებულ დოკუმენტთა შორისაა: საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილების ხელნაწერი დოკუმენტები - 180 ფურცელი, მათ შორის მე-18-მე-19 საუკუნეების დოკუმენტები ქართული საბუთების დედნებისა და ოსმალური საბუთების კოლექციებიდან. ამ პერიოდში დაიწყო მე-14 საუკუნის ხელნაწერის, ეტრატზე შესრულებული ჟამნგულანის (საღვთისმსახურო წესების კრებული) რესტავრაცია. 

გარდა რესტავრაციისა, ლაბორატორიაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა ძველ საბუთთა განყოფილების 3 714 ფურცელს. 

ლაბორატორია ჩართულია, აგრეთვე, დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტში, რომლის ფარგლებშიც სამი თვის განმავლობაში დასასკანერებლად მომზადდა და შემდეგ ხელახლა აიკინძა 448 საქმე.