ნოემბერი 548
en

რუკების რესტავრაცია

ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორიაში მიმდინარეობს რუკების რესტავრაცია, რომელიც   პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფიის“ ნაწილია.

მიმდინარე წელს რესტავრაცია-კონსერვაცია ჩაუტარდა 50-მდე რუკას.

საქართველოს ეროვნულ არქივში სხვადასხვა პერიოდის, მნიშვნელობის, შინაარსისა და ზომის ათასობით რუკა და გეგმაა დაცული, რომლებიც XVIII-XX საუკუნეებს მოიცავს. პროექტი „ელექტრონული კარტოგრაფია“ ითვალისწინებს ამ უნიკალური კარტოგრაფიული მასალის გამოვლენას, დიგიტალიზაციასა და სამომავლოდ მონაცემთა ბაზასა და კატალოგში განსათავსებლად მომზადებას.

ამ დროისათვის ინტერნეტსივრცეში უკვე გამოქვეყნებულია კავკასიის 50-მდე რუკა, რომლებიც საზოგადოების მხრიდან დიდ ინტერესს იწვევს.