ნოემბერი 548
en

საარქივო ფილმების ფესტივალის მონაწილეები ეროვნული არქივის მუშაობას გაეცნენ

თბილისის საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალის უცხოელმა მონაწილეებმა საქართველოს ეროვნული არქივის კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი დაათვალიერეს.

აშშ-ის, პორტუგალიის, ჩეხეთის, ხორვატიის, ესტონეთის, ბულგარეთისა და გერმანიის კინოარქივებისა და კინომუზეუმების წარმომადგენლებს კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ და არქივის თანამშრომლებმა დაათვალიერებინეს კინოს საპროექციო სივრცე, კინოსკანირებისა და რესტავრაციისთვის საჭირო აღჭურვილობა, მკვლევართა  დარბაზი და აუდიოსტუდია, ასევე, გააცნეს არქივში მიმდინარე პროექტები.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კინოთეატრში საარქივო ფილმების მეორე საერთაშორისო ფესტივალი 2023 წლის 4 ოქტომბერს გაიხსნა და 7 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება. მასზე წარმოდგენილია 15 ქვეყნის 38 მხატვრული, დოკუმენტური და ანიმაციური ფილმი. ფესტივალის უცხოელი სტუმრები ქართველ მაყურებელის წინაშე საკუთარ პროგრამას თავად წარადგენენ.