ნოემბერი 548
en

საარქივო ფილმები გერმანული კინოს მუზეუმის ქართული კინოს რეტროსპექტივაზე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში გერმანული კინოს მუზეუმში მიმდინარეობს ქართული კინოს რეტროსპექტივა, სადაც 10 ოქტომბერს იგეგმება კოტე მიქაბერიძის ფილმის - „ჩემი ბებიას“ - ჩვენება და რეჟისორზე გამოცემული წიგნის პრეზენტაცია, 11 ოქტომბერს კი ნაჩვენები იქნება საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმების პროგრამა. 

მონოგრაფიული ნაშრომი რეჟისორ კოტე მიქაბერიძის შესახებ 2017 წელს საქართველოს ეროვნული არქივისა და გამომცემლობა „სა.გა.“-ს თანამშრომლობით დაიბეჭდა. 2018 წელს გამოიცა წიგნის  ინგლისური ვერსიაც, რომელსაც ავტორები  - სოსო დუმბაძე და ეროვნული არქივის წარმომადგენელი, კინომცოდნე ნინო ძანძავა ფილმ „ჩემი ბებიასთან“ ერთად 10 ოქტომბერს წარადგენენ. 

11 ოქტომბერს ეროვნული არქივი მაყურებელს წარუდგენს სამ მოკლემეტრაჟიან ფილმს: „დილის 10 წუთი“ (1931), „ხაბაზები“ (1970) და „არაბესკები ფიროსმანის თემაზე“ (1985). 

ქართული ფილმების რეტროსპექტივა გერმანიის კინოს მუზეუმში ნაწილია საგამომცემლო პროგრამისა „საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“.

ფილმების ჩვენების განრიგი შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე https://deutsches-filminstitut.de/blog/filmland-georgien/.