ნოემბერი 548
en

საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ეროვნულ არქივში გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნა და საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნა.

ეროვნული არქივის კოლექციებში საქართველოში მცხოვრები ბერძნების შესახებ მრავალფეროვანი მასალაა დაცული, რომელიც მათ ცხოვრებასა და ორი ქვეყნის ურთიერთობებს ასახავს. გამოფენაზე წარმოდგენილია: ქართული და ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ, რუკები, შენობა-ნაგებობათა პროექტები, ფოტოები და სხვა.

გამოფენა ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საქართველოში საბერძნეთის ელჩმა მარია თეოდორუმ გახსნეს.

ექსპოზიცია ეროვნული არქივის საგამოფენო დარბაზში 27 მარტამდე გაგრძელდება.