ნოემბერი 548
en

საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ სარჯველაძემ და ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა, თეონა იაშვილმა დღეს საერთაშორისო კონფერენციის „არქივთმცოდნეობა, წყაროთმცოდნეობა, სიძველეთმცოდნეობა – ტენდენციები და თანამედროვე გამოწვევები“ მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს.

კონფერენციაში, რომელიც ეროვნულ არქივში 1 სექტემბერს გაიხსნა, 42 მომხსენებელი მონაწილეობდა. მათ შორის: ქართველი და უცხოელი მეცნიერები, სხვადასხვა კულტურული, საგანმანათლებლო თუ სამეცნიერო დაწესებულების წარმომადგენლები.  

ღონისძიება მიზნად ისახავდა აღნიშნული საკითხების ირგვლივ არსებული სიახლეების თავმოყრას, ქართველი და უცხოელი მეცნიერების კომუნიკაციასა და საარქივო საქმესთან დაკავშირებული გამოცდილების გაზიარებას, საარქივო სივრცეში წყაროთმცოდნეობისა და სიძველეთმცოდნეობის საკითხების განხილვას, ელექტრონულ ბაზებთან დაკავშირებული სიახლეების გაზიარებას, სამეცნიერო ინოვაციების შემოტანას.