ნოემბერი 548
en

საგანმანათლებლო კონკურსის გამარჯვებული თბილისის 99-ე საჯარო სკოლა გახდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის შემეცნებით-საგანმანათლებლო  პროექტ "საქართველოს პირველი დემოკრატიული  რესპუბლიკის" კონკურსის გამარჯვებული თბილისის 99-ე საჯარო სკოლა გახდა.

მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა სკოლა „პოლიგლოტმა“, მესამე კი - მე-5 საჯარო სკოლამ.

კონკურსის საუკეთესო მოთამაშე „პოლიგლოტის“ გუნდის წევრი თამთა ნოზაძე გახდა, რომელმაც ვიქტორინის განმავლობაში 14 კითხვას გასცა სწორი პასუხი.

გამარჯვებულებს დღესვე სპეციალური დიპლომები და პრიზები იუსტიციის მინისტრის მოადგილემ მიხეილ სარჯველაძემ გადასცა.

შემეცნებით-საგანმანათლებლო  პროექტი "საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა" 20 აპრილს დაიწყო. თბილისის 20 სხვადასხვა სკოლაში ჩატარდა პრეზენტაციები საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე. თითოეულმა სკოლამ შექმნა გუნდი, რომელთა შორის საუკეთესო 24 და 25 მაისს გამართულ ვიქტორინაზე გამოირჩა.

პროექტი სკოლის მოსწავლეთათვის იყო განკუთვნილი და 1918-1921 წლების საქართველოს ისტორიაში მათი ცოდნის გაღრმავებას ემსახურებოდა.