ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივში გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „ბერძნები საქართველოში“ გაიხსნა, რომელიც საბერძნეთის დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. დღესვე გამოფენა დაათვალიერეს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ და საბერძნეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში დიმიტრიოს კარაბალისმა.

25 მარტს საბერძნეთის რესპუბლიკა დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რასაც ქართველოს ეროვნული არქივი საკუთარი ექსპოზიციით უერთდება. 

გამოფენის მიზანია, წარმოაჩინოს ის მჭიდრო და მეგობრული ურთიერთობები, რაც ქართველ და ბერძენ ხალხს აკავშირებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია საქართველოში ბერძნების ცხოვრებისა და ორი ქვეყნის ურთიერთობის ამსახველი საარქივო დოკუმენტები – როგორც ძველი ისტორიული საბუთები, ისე საქართველოს პირველი რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტები და ფოტომასალა. კერძოდ: XIX საუკუნის ბერძნული ისტორიული საბუთები, ბერძნული საგალობლები, რუკები,  შენობა-ნაგებობათა პროექტები, დოკუმენტები ტაძრების, ბერძენი ოსტატებისა და ბერძნული სასწავლებლების შესახებ და სხვა. 

ქართულ-ბერძნული ურთიერთობების ამსახველ მასალასთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილია რამდენიმე ნიმუში იმ ქართული საგანძურიდან, რომელიც საქართველოში ბერძნების მიგრაციას შემოყვა და 1920-იანი წლებიდან საქართველოს ეროვნულ არქივში ინახება. ეს უძვირფასესი ხელნაწერებია ანჩის სახარება და კალმახის ციხის სახარება. 

გამოფენა 2021 წლის აპრილის ბოლომდე გაგრძელდება.