ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივი არქივების საერთაშორისო საბჭოს ღონისძიებებში მონაწილეობდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი საარქივო სფეროში არსებულ საერთაშორისო სიახლეებს, სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებულ პროექტებსა და რეკომენდაციებს არქივების საერთაშორისო საბჭოს (ICA) მე-9 ყოველწლიურ კონფერენციაზე, ქალაქ რომში, გაეცნო. 

სამდღიანი ღონისძიების ფარგლებში ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა, არქივების საერთაშორისო საბჭოს ევროპული განყოფილების EURBICA-ს გენერალურ ასამბლეაშიც მიიღო მონაწილეობა. სამუშაო შეხვედრაზე შეჯამდა ერთი წლის საქმიანობა და დაიგეგმა სამომავლო პროექტები.

საერთაშორისო კონფერენცია სხვადასხვა აქტუალურ საარქივო საკითხს მოიცავდა. ყურადღება გამახვილდა ომის პერიოდში არქივებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვაზე, საარქივო სოლიდარობაზე, ციფრული ტრანსფორმაციის გამოწვევებზე, საარქივო დარგში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე, არქივებზე დემოკრატიის სამსახურში და სხვ.