ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულმა არქივმა თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი პარიზში წარადგინა

საქართველოს ეროვნული არქივის დელეგაციამ თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი კინოარქივების საერთაშორისო ფედერაციის (FIAF) მე-8 ზამთრის სკოლაზეკინომემკვიდრეობის პროგრამირებაპარიზში წარადგინა.

პრეზენტაციის შემდეგ კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ ფრანგ, გერმანელ, უნგრელ და ლიეტუველ კოლეგებთან ერთად დისკუსიაში მიიღო მონაწილეობა და ახლად დაარსებული კინოფესტივალის პერსპექტივებზე ისაუბრა

ღონისძიებას კინოარქივების, კინოთეკებისა და სხვა ინსტიტუციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ. 

ეროვნული არქივის თანამშრომლები შეხვდნენ კოლეგებს გერმანიის, პოლონეთის, ნიდერლანდების, ჩეხეთის, ბელგიის, საფრანგეთის კინოარქივებიდან და თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალში მათ მონაწილეობაზე მოილაპარაკეს.

თბილისის საარქივო ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2023 წლის 4-7 ოქტომბერს მეორედ გაიმართება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კინოარქივების საგანძურს საქართველოს ეროვნულ არქივში უმასპინძლებს.   

FIAF-ის ზამთრის სკოლა 6-7 მარტს, პარიზში, საფრანგეთის სინემათეკასა და Jérôme Seydoux-Pathé- ფონდთან პარტნიორობით ჩატარდა.