ნოემბერი 548
en

„საქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავი“ - ეროვნული არქივის ონლაინ გამოფენა

ბოლშევიკური რუსეთის მიერ დამოუკიდებელი საქართველოს ოკუპაციიდან დღეს, 2021 წლის 25 თებერვალს, 100 წელი შესრულდა. ამ ტრაგიკულ თარიღს ეძღვნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გამოფენა, რომელიც ეროვნული არქივის ვებგვერდზე გაიხსნა: https://archive.gov.ge/ge/2021-1/sakartvelos-okupatsiis-100-tslistavi-2.

გამოფენაზესაქართველოს ოკუპაციის 100 წლისთავიწარმოდგენილია ის უნიკალური საარქივო მასალა, რომელიც 100 წლის წინათ საქართველოში მომხდარ სამწუხარო მოვლენებზე საინტერესო და უტყუარ ცნობებს გვაწვდის. მათ შორისაა რუკა, რომელზეც ნაჩვენებია საქართველოში წითელი არმიის შემოჭრის მარშრუტიმთავრობის ხელმძღვანელთა მოწოდებები და წერილობითი დოკუმენტები, ომის მიმდინარეობის ამსახველი საგაზეთო პუბლიკაციები, ფოტოები და სხვა. საგამოფენო ექსპონატები ნათლად ასახავენ საქართველო თავგანწირულად ბრძოლასა და 6-კვირიან საომარ მოქმედებებ თავისუფლების შენარჩუნებისთვის.  

გამოფენის ექსპონატების ერთი ნაწილით შექმნილია მულტიმედიური გვერდი, დასათვალიერებლად ესტუმრეთ ბმულსhttps://archive.gov.ge/ge/okupaviis-100-tseli-1 

ბოლო წლებში საქართველოს ეროვნული არქივი აქტიურად მუშაობს, რათა საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი დოკუმენტები საზოგადოებისთვის უფრო მეტად ხელმისაწვდომი გახდეს. ამისთვის არაერთი საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტი ჩატარდა, გამოიცა წიგნები, შეიქმნა ელექტრონული კატალოგი და მულტიმედია გვერდი, გაიმართა გამოფენები მატერიალურ და ციფრულ ფორმატშიამ მრავალფეროვანი რესურსების გაცნობა არქივის ვებგვერდზეა შესაძლებელი www.archive.gov.ge.