ნოემბერი 548
en

„საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“ – ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში დღეს გამოფენა „საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები“ გაიხსნა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში ამ თემაზე დაცული მრავალფეროვანი მასალა - ფოტო, წერილობითი და კინოდოკუმენტები.

საგამოფენო ექსპონატები ასახავს შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბების პროცესს. დამთვალიერებელი იხილავს საბრძოლო მოქმედებებისა და წვრთნების, ასევე სამხედრო ტექნიკისა და სამხედრო პირების ფოტოებს; სამხედრო თემატიკაზე გამოცემულ გაზეთებს, ქვეითების შეიარაღების ნიმუშებს, შაშხანებს, რევოლვერებსა და ტაბახმელაში იუნკრების პოზიციებზე ნაპოვნ ვაზნებს.

გამოფენის გახსნაზე ნაჩვენები იყო ეროვნულ არქივში დაცული კინოდოკუმენტები, რომლებმაც საქართველოს პირველი რესპუბლიკის სამხედრო პირებისა და შეიარაღების ცოცხალი კადრები შემოგვინახა.

ექსპოზიციის მიზანი საქართველოს უახლესი ისტორიის ამ უმნიშვნელოვანესი პერიოდის სამხედრო ისტორიის მიმართ საზოგადოების ინტერესის გაზრდაა.

გამოფენის კურატორია დიმიტრი სილაქაძე.

ექსპოზიცია 7 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.