ნოემბერი 548
en

საქართველოსა და საბერძნეთის არქივები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივი და საბერძნეთის გენერალური სახელმწიფო არქივი საარქივო დოკუმენტების ასლების გაცვლის, დოკუმენტების კონსერვაცია-რესტავრაციის სფეროში გამოცდილების გაზიარების, ასევე ერთობლივი პროექტების განხორციელების მიმართულებებით მუშაობას გააღრმავებენ.

ორი ქვეყნის არქივებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და საბერძნეთის გენერალური სახელმწიფო არქივის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ამალია პაპამ დღეს მოაწერეს ხელი.

ღონისძიებას საბერძნეთში საქართველოს საელჩოს დროებით საქმეთა რწმუნებული დეა მუმლაძე და პირველი მდივანი ანი უძილაური დაესწრნენ.

ვიზიტის ფარგლებში მასპინძლებმა ქართველ კოლეგას საბერძნეთის გენერალური სახელმწიფო არქივის მუდმივი გამოფენა გააცნეს, დაათვალიერებინეს მკვლევართა დარბაზი, დოკუმენტების საცავი და რესტავრაციის ლაბორატორია.