ნოემბერი 548
en

საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი - კვირის დოკუმენტი

მიმდინარე კვირის დოკუმენტად ეროვნული არქივი გთავაზობთ  საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს, რომელიც მიღებულია 1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომაზე და დადასტურებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ 1919 წლის 12 მარტს. 

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.