ნოემბერი 548
en

საქართველოს დე-იურე აღიარების დოკუმენტი - კვირის დოკუმენტი

ეროვნული არქივის მიმდინარე კვირის დოკუმენტია   მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მხრიდან 1921 წლის 26 იანვარს საქართველოს დე-იურე აღიარების დოკუმენტი. 

1921 წლის 27 იანვრის წერილში საფრანგეთის პრემიერ-მინისტრი და მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე არისტიდ ბრიანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ევგენი გეგეჭკორს აცნობებს და ულოცავს მოკავშირეთა უმაღლესი საბჭოს მხრიდან საქართველოს რესპუბლიკის დე-იურე აღიარებას.

"კვირის დოკუმენტი" ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ისახავს მიზნად.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე:  http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში:  https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.