ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივს ფინეთის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივს 30 მარტს ფინეთის ეროვნული არქივის დელეგაცია სამდღიანი ვიზიტით ეწვევა.
დელეგაციას ხელმძღვანელობს ფინეთის ეროვნული არქივის დირექტორი, ფინეთის ჰერალდიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარე ჯუსსი ნოურტევა, რომელსაც ახლავს ფინეთის არქივის მიკროფილმირების პროექტის მენეჯერი დიმიტრი ფროლოვი. 
დელეგაციის წევრები შეხვდებიან საქართველოს ეროვნული არქივის დირექტორს თეონა იაშვილს, საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეს ელდარ შენგელაიას, ეროვნული ბიბლიოთეკის თავმჯდომარეს ბორის გაგუას. 
გარდა ამისა, ვიზიტისას ორი ქვეყნის არქივებს შორის გაფორმდება  თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, დოკუმენტების ასლების გაცვლას ითვალისწინებს. ფინეთის ეროვნულ არქივში დაცულია II მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდნილი ქართველების შესახებ დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოს ეროვნულ არქივში საქართველო-ფინეთის კულტურული, საზოგადოებრივი თუ პოლიტიკური ურთიერთობების ამსახველი მასალა.  
ფინეთის დელეგაციის ვიზიტი 2 აპრილს დასრულდება.