ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნულ არქივს უკრაინის არქივების დელეგაცია სტუმრობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის  დელეგაციას შეხვდა.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან: უკრაინის სახელმწიფო საარქივო სამსახურის  ხელმძღვანელი ტატიანა ბარანოვა, უკრაინის უმაღლესი ხელისუფლების ორგანოთა ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორი ნატალია მაკოვსკაია და კიევის  სახელმწიფო არქივის დირექტორი სოფია კამენევა.

შეხვედრაზე ისაუბრეს ორი ქვეყნის არქივების თანამშრომლობის გაღრმავებაზე, საარქივო დოკუმენტების ელექტრონული ასლების გაცვლასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე.

დელეგაციის წევრები ეროვნულ არქივში მიმდინარე პროექტებს გაეცნენ, დაათვალიერეს ეროვნული არქივის ახალი კინოდარბაზი, საგამოფენო პავილიონი, საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალა, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია.

აღსანიშნავია, რომ ორი ქვეყნის არქივების მიერ ორგანიზებული გამოფენა „საქართველო და უკრაინა 100 წლის წინათ“ ეროვნული არქივის პავილიონში 29 მარტს გაიხსნება.