ნოემბერი 548
en

საქართველოს ეროვნული არქივის წიგნები ფრანკფურტის წიგნის ბაზრობა 2018-ზე

ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე, სადაც წელს საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით მონაწილეობს,  ეროვნულ სტენდზე, სხვა გამოცემებთან ერთად, წარმოდგენილია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მიერ გამოცემული წიგნები: „საქართველოს პირველი რესპუბლიკა“, „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“, „UNESCO-ს მსოფლიო მეხსიერების რეესტრი. საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული ხელნაწერები“, „ჩვენი არქივი - ჩვენი საუნჯე“, „ქართული მოხატული ხელნაწერები და ისტორიული  საბუთები“, „ნოე რამიშვილი“.  

„საქართველო – 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი“ საგამომცემლო პროგრამა მოიცავს სამ ეროვნულ სტენდს  და საპატიო სტუმრის პავილიონის მცირე სცენას. სცენა ოთხი დღის განმავლობაში დაეთმობა  ღონისძიებებს გამომცემლების, ქართველი და უცხოელი ავტორებისა და ლიტერატორების მონაწილეობით. ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საქართველოს ეროვნული სტენდი ქართულ გამომცემლობათა წიგნების ექსპორტსა და  საერთაშორისო ბაზარზე ქართული კულტურის პოპულარიზაციას ემსახურება. 

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე საპატიო სტუმარი ქვეყნის საგამომცემლო პროგრამას ორგანიზებას საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია უწევს. 

პროგრამა ხორციელდება განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის ხელშეწყობით.