ნოემბერი 548
en

საქართველოს პირველი რესპუბლიკის საიუბილეო გამოფენა იუსტიციის სახლებში

ფოთისა და ქუთაისის იუსტიციის სახლები საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის თემაზე გამოფენას მასპინძლობს.

პირველი რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილეს აღსანიშნავად მთელი წლის განმავლობაში იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის მომზადებული გამოფენა საქართველოს სხვადასხვა რეგიონის იუსტიციის სახლებში მოეწყო. ექსპოზიცია 1918-1921 წლების ისტორიის ამსახველ წერილობით და ფოტომასალას მოიცავს.

არქივში დაცული მრავალფეროვანი დოკუმენტები საქართველოს ისტორიის ამ მოკლე პერიოდთან დაკავშირებულ ისეთ მნიშვნელოვან მოვლენებს ასახავს, როგორებიცაა: სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა და დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის ჩამოყალიბება; უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს – დამფუძნებელი კრების – არჩევნები, საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღება და მრავალი სხვა.

ფოთისა და ქუთაისის იუსტიციის სახლებში გამოფენა ორ კვირას გაგრძელდება.