ნოემბერი 548
en

საქართველოს პირველი რესპუბლიკის თემაზე საჯარო სკოლებში პრეზენტაციები დაიწყო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტი „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“ დაიწყო. ამ თემაზე პირველი პრეზენტაციები  ეროვნული არქივის თანამშროლებმა დღეს გორის #12 და სოფელ შინდისის საჯარო სკოლებში გამართეს. 

საგანმანათლებლო პროექტში თბილისის, რუსთავის, მცხეთის, დუშეთის, კასპისა და გორის 73 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მონაწილეობს.

პრეზენტაციების გამართვის შემდეგ პროექტში ჩართულ ყველა სკოლაში VIII-XII კლასის მოსწავლეებისაგან ჩამოყალიბდება ვიქტორინაში მონაწილე ჯგუფი.  2017 წლის მაისში დაგეგმილ შეჯიბრებაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან რამდენიმე ნომინაციაში და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას ჟიური შეაფასებს.

საგანმანათლებლო პროექტს საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა. ეროვნული არქივი მდიდარია პირველი რესპუბლიკის ისტორიის ამსახველი როგორც წერილობითი, ისე ფოტო და კინოდოკუმენტებით. საგანმანათლებლო პროექტი პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება.