ნოემბერი 548
en

საქართველოს შესახებ გამოფენა პოლონეთის სამ ქალაქში გაიმართება

 

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და პოლონეთის სახელმწიფო არქივის ორგანიზებით ვარშავაში გამართულმა გამოფენამ „საქართველო – ისტორია და თანამედროვეობა“ პოლონური საზოგადოების მხრიდან უდიდესი დაინტერესება გამოიწვია. აღნიშნულიდან გამომდინარე, ექსპოზიცია ივნისიდან ქალაქებში – კრაკოვსა და ჩესტოხოვაში გადაინაცვლებს, სექტემბერში კი გამოფენა ქალაქ ვროცლავში შედგება. 
პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში ეროვნული არქივის დელეგაცია, რომელსაც გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი ხელმძღვანელობდა, პოლონეთის სახელმწიფო არქივის დირექტორს ვლადისლავ სტეპნიაკს შეხვდა. არქივების ხელმძღვანელებმა მოილაპარაკეს დოკუმენტების დიგიტალიზაციისა და საარქივო სფეროში თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების სფეროებში თანამშრომლობაზე. მიმდინარე წელს დაიწყება მუშაობა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო არქივების მიერ ორი ქვეყნის ურთიერთობების ამსახველი დოკუმენტების თაობაზე ერთობლივი პუბლიკაციების მოსამზადებლად. 
 
პოლონეთის სახელმწიფო არქივების დელეგაცია, ვლადისლავ სტეპნიაკის ხელმძღვანელობით, საქართველოს ეროვნულ არქივს საპასუხო ვიზიტით 2012 წლის შემოდგომაზე ეწვევა.