ნოემბერი 548
en

სემინარი მომსახურების გაუმჯობესების საკითხზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში მოქალაქეთა მომსახურების თემაზე სემინარების ციკლი დაიწყო.
ღონისძიებაში მონაწილეობენ ეროვნული არქივის ის თანამშრომლები, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ მოქალაქეებთან. სწავლებას ამ სფეროს ექსპერტი ნანა გოგოხია უძღვება. 
სემინარის მიზანია ეროვნულ არქივში მომსახურების გაუმჯობესება და სტანდარტების დახვეწა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში ეროვნული არქივის მოქალაქეთა მისაღები გაფართოვდება და მოქალაქეთათვის იგი კიდევ უფრო კომფორტული გახდება. 
ეროვნულ არქივს მოქალაქეები სხვადასხვა ხასიათის სოციალურ-უფლებრივი ცნობის ასაღებად მიმართავენ. გარდა ამისა, მკვლევართა დარბაზების დახმარებით ყველა დაინტერესებული პირი ეროვნული არქივის საისტორიო, კინოფოტოფონო დოკუმენტებისა და არქივებში დაცულ უახლესი ისტორიის დოკუმენტებს ეცნობა.