ნოემბერი 548
en

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა

4 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, იუსტიციის სამინისტროში მიღება გაიმართა. სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, საჯარო და სამოქალაქო რეესტრეებში, აღსრულების ეროვნულ ბიუროში, ნოტარიუსთა პალატასა და ეროვნულ არქივში დასაქმებულ განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე გიორგი ვაშაძე შეხვდა. 
მიღებას ესწრებოდნენ ევროკავშირის წარმომადგენელი საქართველოში ფილიპ დიმიტროვი და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებით დაინტერესებული საერთაშორისო ორგნიზაციებისა და ქართული არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" წევრები, განსაკუთრებული საჭიროებების მქონე არასრულწლოვნები, ჟურნალისტები, მოწვეული სტუმრები. 
სამინისტროს ფოიეში სპეციალურად ამ დღისათვის გამოფენა მოეწყო, სახელწოდებით - „შესაძლებლობები შეუზღუდავია". სამინისტროს სამსახურებში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაო პროცესის ამსახველი ფოტოები „კიკალა სტუდიომ" გადაიღო. სახლსა და ოფისში, სამუშაო მაგიდასთან გადაღებული კადრებით ფოტოგამოფენის ორგანიზატორებმა კიდევ ერთხელ შეახსენეს საზოგადოებას, რომ ადამიანების შესაძლებლობები უსაზღვროა. 
იუსტიციის სამინისტრო განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა დასაქმების პროგრამას უკვე რამდენიმე წელია, ახორცილებს. შეზღუდული შესაძლებობის მქონე პირებს სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობასა და იუსტიციის სახლებში დამოუკიდებლად გადაადგილება, სერვისების მიღება და მუშაობა თავისუფლად შეუძლიათ. იმ ოფისებში დასაქმებულები კი, სადაც ამის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არ არის, ჯერჯერობით დისტანციურად მუშაობენ. 
14 ივნისს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე საქართველოში 2000 წლიდან, პარლმენტის გადაწყვეტილებით აღინიშნება.