ნოემბერი 548
en

სტაჟირების ახალი პროგრამა ეროვნულ არქივში

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ცენტრალურ აპარატში, ცენტრალურ და რეგიონულ არქივებში სტაჟირების მორიგი ეტაპი ხვალ დაიწყება.

დღეს ეროვნული არქივის გენერალური დირექტორი თეონა იაშვილი კონკურსის წესით შერჩეულ სტაჟორებს  შეხვდა,  მათ სტაჟირების პროგრამის მიზნები გააცნო და წარმატებული საქმიანობა უსურვა. 

2014 წლის თებერვალსა და მარტში ეროვნული არქივის სისტემაში ჩატარდა სტაჟირების კონკურსის შესარჩევი ეტაპები (ტესტირება ზოგად უნარ-ჩვევებში და ზეპირი გასაუბრება). კონკურსის შედეგად შეირჩა 23 წარმატებული სტაჟიორი, რომლებიც ეროვნულ არქივში სტაჟირების კურსს გაივლიან.

სტაჟირების პროგრამა სტაჟიორს საშუალებას აძლევს, შეისწავლოს და გაიაროს თეორიული კურსი ეროვნული არქივის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის შესახებ და მიიღოს დოკუმენტებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება.