ნოემბერი 548
en

სულხან-საბაზე დაყრდნობით გილიომ დელილის შედგენილი რუკა - კვირის დოკუმენტი

კასპიის ზღვის მიმდებარე ქვეყნების რუკა ფრანგმა კარტოგრაფმა, პარიზის მეცნიერებათა სამეფო აკადემიის წევრმა, კასინის მოწაფემ და ლუდოვიკო XV-ის გეოგრაფიის მასწავლებელმა გილიომ დელილმა მე-18 საუკუნის დასაწყისში შეადგინა. რუკის უმთავრესი საფუძველია სულხან-საბა ორბელიანის მიერ 1713-1716 წლებში პარიზში ლუდოვიკო XIV-ის (1638-1714) სამეფო კარზე ჩატანილი მასალა, რომელიც საქართველოსა და მისი მეზობელი ქვეყნების კარტოგრაფიულ ინფორმაციას მოიცავდა.

მოგვიანებით, ამ მასალას სპარსეთში ნამოღვაწარი სამი ელჩის - კრუზიუსის, ზურაბეკისა, ფაბრიციუსის და სხვათა დახმარებით, გილიომ დელილმა ჩრდილოეთ კავკასია და კასპიისპირეთი დაუმატა.

რუკა 1723 წელს პარიზში გამოსცა.

„კვირის დოკუმენტი“ ეროვნული არქივის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არქივში დაცული უნიკალური და მრავალფეროვანი მასალის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას.

დოკუმენტის ნახვა შესაძლებელია ეროვნული არქივის ვებგვერდზე: http://archives.gov.ge/ge/kviris-dokumenti, ასევე ეროვნული არქივის გვერდზე სოციალურ ქსელში : https://www.facebook.com/NationalArchivesofGeorgia.