ნოემბერი 548
en

სწავლება საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომელთათვის

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთათვის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, სიღნაღში სემინარი მიმდინარეობს.
ღონისძიებაზე იმსჯელებენ იმ ცვლილებებზე, რომელიც არქივების სამართლებრივი და მეთოდური საქმიანობის წესებთან დაკავშირებულ ნორმატიულ ბაზაში არის შეტანილი. გადამზადებას გაივლიან ეროვნული არქივის კახეთის ტერიტორიული ორგანოს თანამშრომლები.
ეროვნული არქივის ტერიტორიულ ორგანოებთან მუშაობის განყოფილების უფროსი მერი ბიწაძე და ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დოკუმენტაციის მართვის განყოფილების მთავარი სპეციალისტი მზია ლეჟავა სემინარის მონაწილეებს ესაუბრებიან შემდეგ საკითხებზე: ადგილობრივი არქივების საქმიანობის სამართლებრივი და მეთოდიკური საფუძვლები; ეროვნული საარქივო ფონდის ფორმირებისა და დოკუმენტაციის მართვის პრინციპები; ადგილობრივ არქივებში საარქივო ფონდების მიზნობრივი და მიზნობრივ კომპლექსური ექსპერტიზა და სხვა.
იუსტიციის სასწავლო ცენტრმა ასეთივე სასწავლო კურსი უკვე ჩაატარა ეროვნული არქივის იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის ტერიტორიული სამსახურის თანამშრომელთათვის.