ნოემბერი 548
en

თბილისისა და ქუთაისის ცენტრალური არქივების მკვლევართა დარბაზების მუშაობა განახლდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის კიდევ ორ მკვლევართა დარბაზში 9 მარტს მუშაობა განახლდა.

ეს დარბაზებია:

ქუთაისის ცენტრალური არქივი (ქუთაისი, ირაკლი აბაშიძის გამზირი N20ა);

თბილისის ცენტრალური არქივი (თბილისი, სერგო ზაქარიაძის ქუჩა N4).

1 მარტიდან მკვლევართა დარბაზი უკვე გაიხსნა შემდეგ ლოკაციებზე:

საისტორიო ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1);

კინოფოტოფონოდოკუმენტების ცენტრალური არქივი (ვაჟა-ფშაველას გამზ. N1); 

აღსანიშნავია, რომ მკვლევართა დარბაზში პირი დაიშვება მხოლოდ წინასწარი დაჯავშნის პრინციპით იმ შემთხვევაში, თუ წერილობითი მიმართვის საფუძველზე მიღებული აქვს მკვლევართა დარბაზში მუშაობის ნებართვა. ახალი კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) გავრცელების პრევენციის მიზნით, მკვლევართა დარბაზში იმოქმედებს შეზღუდვები და მკვლევარებმა უნდა დაიცვან შემუშავებული რეკომენდაციები, რათა საფრთხე არ შეუქმნან გარშემომყოფებს.

ეროვნული არქივის მკვლევართა დარბაზში დაშვებისა და მუშაობის წესების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: https://archive.gov.ge/ge/mkvlevarta-darbazi.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ ბიბლიოთეკებისთვის შემუშავებულ ზოგად რეკომენდაციებს შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე: https://www.moh.gov.ge/uploads/files/2020/Failebi/01_227brdzaneba_danartebit/Danarti_N36_-bibliotekebi.pdf.