ნოემბერი 548
en

თეა წულუკიანი: „ეროვნული არქივის კინოთეატრი არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანს“ და „რუსთაველს“

თეა წულუკიანი: „ეროვნული არქივის კინოთეატრი არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანსა“ და „რუსთაველს“

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ანგარიშის წარდგენისას ეროვნული არქივის ახალგახსნილ კინოთეატრზე ისაუბრა: „რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა ეროვნული არქივის კინოდარბაზი. ეს არის კინოდარბაზი, სადაც 1970-90-იან წლებში იმართებოდა ეროვნულ არქივში შენახული ფირების ჩვენება და იყო კულტურული სივრცე, რა თქმა უნდა, საბჭოური და ძველებური სტილის.

დღეს კი რეკონსტუქციის შედეგად ჩვენ გვაქვს თანამედროვე კინოთეატრი, რომელიც არ ჩამოუვარდება „კავეას“, „ამირანსა“ და „რუსთაველს“, ეს არის კინოდარბაზი, რომელიც იმავე სტანდარტებს აკმაყოფილებს - იქნება ეს Dolby ხმის სისტემა თუ სხვა. მაგრამ არის კიდევ უფრო უკეთესი, იმიტომ რომ არ არის კომერციული და ბილეთის ღირებულება - 5 ლარი - საშუალებას გვაძლევს, მაგალითად, მულტიპლიკაციური ფილმების ფესტივალი მოვაწყოთ და ბავშვები ხელმისაწვდომ ფასად ვაზიაროთ კულტურის ნიმუშებს;

ასევე ჩვენი კულტურის სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლებს დავეხმაროთ და ვაჩვენოთ მათი ფილმები. როგორც თქვენ იცით, ფესტივალებზე მონაწილეობა ხანდახან შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, თუკი შენი ქვეყნის შიგნით, შესაბამისი სტანდარტის კინოდარბაზში, ნაჩვენები გაქვს შენი ნამუშევარი.

ეს დარბაზი არის ვაჟა-ფშაველას გამზირზე, ეროვნული არქივის შენობაში და პარასკევს ყველას გეპატიჟებით იმ მულტიპლიკაციური ფილმების ფესტივალის გახსნაზე, რომლებიც სხვა მხრივ არის ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელი. UNICEF-ის კვლევამ აჩვენა, რომ არაერთ ბავშვს საქართველოში ერთი წიგნიც კი არ აქვს, არამცთუ მისთვის სასურველ ფილმებზე ხელმისაწვდომობა. ამ მხრივაც ვმუშაობთ, ესეც არის ჩემთვის საამაყო „წარუმატებლობა“, როგორც დღეს მჭევრმეტყველებდა არაერთი ოპოზიციონერი“.