ნოემბერი 548
en

თეა წულუკიანი: სამცხე ჯავახეთში რიგით მეხუთე რეგიონული არქივი შენდება

„წელს და გაისად, რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ მშენებლობებს, იმიტომ რომ ეს მნიშვნელოვანია სერვისების ხელმისაწვდომობისთვის. მაის-ივნისში გავხსნით ხონში იუსტიციის სახლს, იუსტიციის სახლის მშენებლობა მიმდინარეობს ბოლნისში, ასევე - სამცხე-ჯავახეთში ეროვნული არქივის რეგიონული ფილიალის მშენებლობა. ეს იქნება რიგით მეხუთე რეგიონული არქივი, რომელიც ბოლო ექვსი წლის მანძილზე აშენდა“, - განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას.

ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ახალ შენობებში განთავსდა:

  • ქვემო ქართლის რეგიონული არქივი (რუსთავი)
  • კახეთის რეგიონული არქივი (თელავი)
  • სამეგრელოს რეგიონული არქივი (ზუგდიდი)
  • ქუთაისის ცენტრალური არქივი