ნოემბერი 548
en

ტოლერანტობის საერთაშორისო დღეებთან დაკავშირებით ეროვნულ არქივში გამოფენა გაიხსნა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში დღეს ტოლერანტობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა.
გამოფენაზე წარმოდგენილია ეროვნულ არქივში დაცული წერილობითი და ფოტო დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია სხვადასხვა ეროვნებისა და სარწმუნოების წარმომადგენელთა საქართველოში ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან.
XIX-XX საუკუნეში გადაღებულ ფოტოებზე აღბეჭდილნი არიან საქართველოში მცხოვრები ებრაელები, სომხები, თათრები, ლეკები, ესტონელები, ირანელები, ჩინელები, ბერძნები და სხვა ერის წარმომადგენლები.
გამოფენის ექსპონატთა შორის უძველესია XV საუკუნეში მეფე დიმიტრი ალექსანდრეს ძის მიერ თბილისის სიონის ეკლესიაში მყოფ ბერძენი მიტროპოლიტი ხრისანთესადმი მამულის ბოძების წიგნი.
ეროვნული არქივის გენერალური დირექტორის თეონა იაშვილის თქმით, გამოფენაზე წარმოდგენილი ექსპონატები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ქართველი ერი ყოველთვის ტოლერანტულად იყო განწყობილი ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომომადგენელთა მიმართ.
გამოფენა 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. მისამართი: ვაჟა ფშაველას გამზირი, №1