ნოემბერი 548
en

წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების დოკუმენტების კოლექცია ეროვნული არქივის ვებგვერდზე

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ვებგვერდზე „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ შესახებ საარქივო დოკუმენტების კოლექცია გამოქვეყნდა: https://archive.gov.ge/ge/tsera-kitkhvis-gamavrtselebeli-sazogadoeba-2.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ 1879 წლის 31 მარტის წესდებით დაარსდა. ორგანიზაციის პირველი საზოგადო კრება ამავე წლის 15 მაისს გაიმართა.

საზოგადოების შესახებ შექმნილ გვერდზე წარმოდგენილია ფოტოები და წერილობითი დოკუმენტები მისი დაარსების, მუშაობის ძირითადი მიმართულებების, დამფუძნებლებისა და წევრების შესახებ.

„ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“ ათწლეულების განმავლობაში ეროვნულ საქმეს - ქართული ენის შენარჩუნებას, განათლების გავრცელებასა და კულტურის გადარჩენა-განვითარებას ემსახურებოდა.

ამ ორგანიზაციის ფონდს საქართველოს ეროვნული არქივის ფონდებს შორის გამორჩეული ადგილი უჭირავს.