ნოემბერი 548
en

„ვიზიტი ეროვნულ არქივში“ გრძელდება

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საქართველოს ეროვნული არქივის თანამშრომლობით გრძელდება დანაშაულის პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეების სასწავლო ვიზიტები ეროვნულ არქივში.

15 მოსწავლისაგან შემდგარი მორიგი ჯგუფი 9 დეკემბერს ეროვნულ არქივის რესტავრაციის ლაბორატორიის მუშაობას  გაეცნო. რესტავრაციის პროცესმა ახალგაზრდების დიდი დაინტერესება გამოიწვია. მათ საშუალება მიეცათ, დოკუმენტების მულიაჟები თავად  აღედგინათ.

ერთობლივი პროექტი - „ვიზიტი ეროვნულ არქივში“ 18 ნოემბერს  დაიწყო. საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში პრევენციის ცენტრის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეებს ეროვნული არქივი სხვადასხვა სასწავლო ტურს სთავაზობს: დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში სტუმრობას, კინოფოტოფონოდოკუმენტების, საისტორიო და უახლესი ისტორიის ცენტრალური არქივების მასალების გაცნობასა და დოკუმენტების საცავების დათვალიერებას.

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრის მუშაობის ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდებში სამოქალაქო და შემეცნებითი ცნობიერების ამაღლებაა.