ნოემბერი 548
en

წიგნის პრეზენტაცია

29 მაისს, 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გაიმართება დიმიტრი სილაქაძის წიგნის - „საქართველოს პირველი რესპუბლიკის არმიისა და სახალხო გვარდიის შეიარაღება“ - პრეზენტაცია. 

ავტორი საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ საარქივო მასალაზე დაყრდნობით აანალიზებს საქართველოს პირველი რესპუბლიკის თავდაცვის სისტემას და ასკვნის, რომ რესპუბლიკის არსებობის ამ ხანმოკლე პერიოდში ერთ-ერთი ძირითადი საკითხი, ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერება იყო. 

გამოცემაში დაწვრილებით არის აღწერილი თითოეული ის იარაღი, რომელსაც 1918-21 წლების საქართველოს შეიარაღებული ძალები ფლობდა.