ნოემბერი 548
en

„XX საუკუნის თბილისი“ - გამოფენა ეროვნულ არქივში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნულ არქივში 23 დეკემბერს, 14:00 საათზე გამოფენა „თბილისი XX საუკუნეში“ გაიხსნება. 
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება თბილისის არქივსა და საისტორიო ცენტრალურ არქივში დაცული მასალები გასულ საუკუნეში თბილისის აღმშენებლობის, დედაქალაქის მმართველობის შესახებ; ქალაქის თავების, აღმასკომის თავმჯდომარეების, მერების ფოტოები და ინფორმაცია მათი მოღვაწეობის თაობაზე.
განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის არქივში, გიორგი ბეჟანიშვილის პირად ფონდში დაცული თბილისის პანორამული ფოტოები, რომელიც მეოცე საუკუნის 60-იან წლებშია გადაღებული და ფართო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილია. 
საისტორიო ცენტრალური არქივის საცავებიდან გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მე-20 საუკუნის დასაწყისის მასალები: სახლების, სასწავლებლების, თეატრების, სხვა დაწესებულებების შენობის ნახაზები, ქალაქის მმართველობასთან დაკავშირებული დოკუმენტები.  
გამოფენა 24 დეკემბერს დაიხურება. დასწრება თავისუფალია. მის.: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1.