ნოემბერი 548
en

ბერძნები საქართველოში

 

წიგნი ასახავს XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის დასაწყისში საქართველოში ეთნიკური ბერძნების ცხოვრებას, საქმიანობასა და სამოქალაქო აქტივობებს.

პუბლიკაციაში, რომელიც მოიცავს ფოტოებს, წერილობით დოკუმენტებს, რუკებს, არქიტექტურულ ნახაზებს და სხვა მასალას, აღწერილია საქართველოში ბერძნების ცხოვრება მეფის რუსეთის დროს, ასევე. დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოს რესპუბლიკასა და საბერძნეთს სამეფოს შორის 1918-1921 წლებში.

წიგნში წარმოდგენილი დოკუმენტების უდიდესი ნაწილი პირველად გამოქვეყნდა.

გამოცემა მნიშვნელოვან სამსახურს გაუწევს საქართველოში ზოგადად ეთნიკური უმცირესებობის შემსწავლელ მეცნიერებს, ასევე ნეოგრეცისტებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს.

„ბერძნები საქართველოში“ გამოსაცემად მოამზადა სამეცნიერო განყოფილების თანამშრომელმა ნინო ბადაშვილმა.