ნოემბერი 548
en

დავით გორგაძე. მოგზაურობა ჯოჯოხეთში

 

საქართველოს ეროვნული არქივის გამოცემათა სერიის „მოგონებები, მემუარები, ჩანაწერების“ მეექვსე ტომი.

დავით გორგაძე ცნობილი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, სერგი გორგაძის ოჯახში დაიბადა 1903 წლის 9 ოქტომბერს. მოგონებების ავტორი საკმაოდ აქტიური ახალგაზრდა იყო, მონაწილეობდა 1921 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, ომის დასრულებისა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ კი - სტუდენტურ გამოსვლებში საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ, რის გამოც ორჯერ დააპატიმრეს 1922 და 1924 წლებში. მისთვის გვერდი არ აუვლია 1937-1938 წლების რეპრესიებსაც და ის სხვა მრავალ უდანაშაულო ადამიანთან ერთად აბსურდული ბრალდებების საფუძველზე გახდა საბჭოთა რეჟიმის მორიგი მსხვერპლი. დავით გორგაძის „მოგზაურობა ჯოჯოხეთში“ სწორედ მისი გასამართლების, გადასახლებისა და ტანჯვის პერიოდს ასახავს. ნაშრომი მნიშვნელოვანია უშუალოდ ავტორის მიერ განცდილი ტრაგედიისა და საშინელებების პირდაპირი შეულამაზებელი გადმოცემით.

გამოსაცემად მოამზადა, რედაქტირება გაუკეთა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბესიკ ჯაჭვლიანმა.

ტექსტი გადმოწერეს თეონა გელაშვილმა და ნათია სურმანიძემ.

ზომა: 20,6X14,5 სმ.

გვერდების რაოდენობა: 237 გვ.

ყდა: რბილი გარეკანი