ნოემბერი 548
en

ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა. (საქართველოს ეროვნული არქივის ხელნაწერთა ფონდი) I ტომი

 

„ქართულ ხელნაწერთა აღწერილობის“ პირველი ტომი. წიგნში შესულია საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 100 ხელნაწერის სამეცნიერო აღწერილობა, რომლებიც შედგენილია ახალი სტანდარტებით. ხელნაწერთა შორისაა IX-XIX საუკუნეების სასულიერო და საერო ხასიათის ცალკეული თხზულებები და კრებულები, ქართული ორიგინალური და ნათარგმნი კრებულები, რომლებიც დაწერილია ასომთავრულით, ნუსხურითა და მხედრულით. 

ხელნაწერთა ახალი სტანდარტებით აღწერის პროექტი 2014 წელს დაიწყო. ამ პროცესში გამოვლინდა ბევრი მნიშვნელოვანი სიახლე: პალიმფსესტური ფურცლები, ახალი ანდერძ-მინაწერები, სამეცნიერო წრეებისთვის კარგად ცნობილი ტექსტების შემცველი ახალი ხელნაწერები და ა.შ. ხელახლა გადაინომრა და აიკინძა ორმოცამდე ხელნაწერი, მათი ნაწილის თარიღი შეიცვალა და დაზუსტდა სათაურები; ცალ-ცალკე აღიწერა ერთ ხელნაწერში გაერთიანებული სხვადასხვა ნუსხის ფრაგმენტი.

ხელნაწერთა აღწერილობები შეადგინეს და გამოსაცემად მოამზადეს: ქეთევან ასათიანმა, თამარ გაბუნიამ, თეონა გელაშვილმა, მაკა კირვალიძემ, ვერა შენგელიამ და მანანა ჭუმბურიძემ.

ზომა: 23,5X16,5 სმ.

გვერდების რაოდენობა: 415 გვ.

ყდა: რბილი გარეკანი